თეგი: დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი: სოლიდარობა მოქმედებაშია. პოლონეთმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღო

"სოლიდარობა მოქმედებაშია. ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა გასცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღეს", - „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „სოლიდარობა მოქმედებაში. ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა გასცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1.2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. „ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ“, - წერს დონალდ ტუსკი. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება  

ტუსკი უკრაინას ეწვევა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ჩასვლას აპირებს, რათა  სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის ბლოკადის საკითხიც განიხილოს. ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლონეთის მთავრობა საზღვარზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. „ჩვენ მოვამზადებთ ვიზიტს ისე, რომ პრეზიდენტთან (ზელენსკის - რედ.) შეხვედრის დროს გაირკვეს, რისი მიღწევა შეგვიძლია,“ - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკურ დონეზე "სერიოზული წინადადება" წამოვა კიევიდან, რამაც უნდა გაუადვილოს ცხოვრება პოლონელ გადამზიდავებს. ის გადამზიდავებს სთხოვს „არ გადაკეტონ საზღვარი უკრაინის ომის გამო, რადგან სიტუაცია დრამატულია.“ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა რამდენიმე წინადადება, რომელიც გაამარტივებს პოლონელი მძღოლების მდგომარეობას, მაგრამ მათი აზრით, ეს წინადადებები არასაკმარისია. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობა ასევე ძალიან სერიოზულად არის შეშფოთებული უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოლონეთის ბაზარზე „უკონტროლო ექსპორტით“. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის გამო პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების გართულების მიზეზს ვერ ხედავს. როგორც ცნობილია, 6 ნოემბერს პოლონურმა გადამზიდავებმა სატვირთო მანქანების მოძრაობის ბლოკადა დაიწყეს უკრაინის საზღვარზე სამ უმსხვილეს გამტარ პუნქტთან. მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ ფერმერები, რომლებმაც ასევე სასაზღვრო ჰგადასასვლელის ბლოკირება დაიწყეს. გადამზიდავების მთავარ მოთხოვნებს შორის არის უკრაინელი გადამზიდავებისთვის საჭირო ნებართვების პრაქტიკის დაბრუნება, რომელიც ევროკავშირთან 2024 წლის 30 ივნისამდე გაუქმდა.  

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეები არიან. ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააკავეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალსტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში პოლიტპატიმრები იქნებიან. 2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობისას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა. იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს, დილით მიიწვია. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანდჯეი დუდა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევაში და რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს.  

პოლონეთის შს ყოფილმა მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე,“ - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. 9 იანვრის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტესტა.  

დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერი გახდა. ტუსკი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.  

ტუსკი კიევში: რუსეთთან ომში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერა ნომერ პირველი პრიორიტეტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კიევში განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის დროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი არაფერია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება მისმა ოფისმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განცდა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო და სტაბილური მოკავშირეა „ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.“ დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

ტუსკი კიევში: დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა

„პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონლდ ტუსკის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები განიხილეს. „პოლონეთში არავის ეპარება ეჭვი ერთ რამეში: ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს,“ - განაცხადა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ომში მარტო არ არის და ეს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ტუსკს სჯერა პრეზიდენტ ზელენსკის მისიის, რომელიც ევროპასა და უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს. „დღეს მსოფლიოში არ არსებობს ზელენსკიზე უფრო ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელიც მშვიდობისთვის იმუშავებდა,“ - განაცხადა ტუსკმა. დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, კიევში ჩასულმა ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ეს პრობლემები რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.  

ტუსკი აკრიტიკებს მათ, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დაგმო ისინი, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურად დარჩენა აირჩია. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა. „დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში ნეიტალიტეტს ითხოვს, ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს. ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.  

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი უკრაინით არ დაიღალა, მაგრამ დაიღალა ვიქტორ ორბანით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე უნგრეთის ლიდერის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის ეგოისტური თამაშის გაგებას ვერ ახერხებს. „ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ და, რა თქმა უნდა, დღეს უკრაინის გარშემო ჩვენი ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ. ვიქტორ ორბანის გადასაწყვეტია, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს შავ-თეთრი ამბავია. ინტუიცია მეუბნება, რომ ჩვენ ვიპოვით ძლიერ არგუმენტებს, რათა ორბანი საბოლოოდ დავარწმუნოთ,“ - აღნიშნა ტუსკმა დღეს სამიტის დაწყებამდე. როგორც ცნობილია, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.  

პოლონეთის პრემიერი ამერიკელ „რესპუბლიკელებს“ მწვავედ აკრიტიკებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები გააკრიტიკა. „ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორები. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენაში, დღეს საფლავშ ბრუნავს. სირცხვილი თქვენ," - დაწერა მან Twitter-ზე (X). აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის. კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო. რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.  

პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავზე, ბაიდენი დუდასა და ტუსკს უმასპინძლებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.  

ტუსკი: რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამოვრიცხავ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამორიცხავს. მისი თქმით, პოლონეთი ყურადღებით შეისწავლის და განიხილავს ლატვიის მაგალითს, რომელმაც რუსული სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა. „პოლონეთსა და ევროკავშირში სურსათისა და მარცვლეულის სიჭარბის გამო არათანაბარი კონკურენციის პრობლემა არა მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული სურსათისა და მარცვლეულის კუთხითაა. ცოტა ადამიანი ხვდება, რომ ბაზრების დესტაბილიზაცია რუსული და ბელარუსული პროდუქტებით ხდება,” - განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირის ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად განიხილონ უკეთესი და უფრო უსაფრთხო რეგულაციები “აღმოსავლეთ მიმართულებიდან” იმპორტირებულ მარცვლეულსა და სურსათზე. “გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ - ამ მხრივ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ფერმერების დაცვა გვსურს. ლატვიას იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ცოტა სხვა მასშტაბით,” - განაცხადა ტუსკმა.  

შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ. Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას. „მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ტუსკი მაიკ ჯონსონს: შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - სპიკერს მაიკ ჯონსონს მიმართავს. „შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” - წერს ტუსკი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა.  ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მედია 15 მარტს წერდა, რომ პიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, თუმცა იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი და კიევს კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება. თეთრი სახლი სესხის გამოყოფას არაადეკვატურად მიიჩნევს.  

ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა

„არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში,“ – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ევროპა „ომის წინა ეპოქაშია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ვიდრე მზად იქნება, წინ აღუდგეს საფრთხეს. მისი განცხადებით, ახლა ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია და ევროპას მსგავსი ვითარება 1945 წლის შემდეგ არ ჰქონია. „ვიცი, რომ ეს დამანგრევლად ჟღერს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის მოსვლას. ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველდღე უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე. დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.  

მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს - ტუსკი

„ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ NATO-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე.“ ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ტუსკი: ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია ევროპაში, ომის წინა ეპოქაა „დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს, თავი დაცულად იგრძნოს,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.  

ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ უკრაინას იარაღით დაეხმაროს - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ დოლნალდ ტუსკის განცხადებით, ევროპა ახლა ეძებს საბრძოლო მასალას უკრაინისთვის. ამ საკითხში კი, მთავარი პრობლემა ფული არ არის. „ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია არ არის ადაპტირებული ამასთან,“ - განაცხადა ტუსკმა. ამავე დროს, მან დასძინა, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რათა თავი დაცულად იგრძნოს ევროპის კონტინენტზე. „ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და გავლენას ევროპაში და ბრიუსელში ჩვენი პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ევროპაში,“ - განმარტა ტუსკმა.  

პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქვეყნის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა. „დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“ - წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.